დაიცავი შენი უფლება და იქნები დაცული

როგორც მოგეხსენებათ, 10 დეკემბერი ადამიანის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეა. სწორედ ამიტომ კლუბმა-” მე აქტიური მოქალაქემ”-მ მოვიწვიეთ ახალგაზრდა იურისტისტების კონსულტანტი და იურისტი ნათია ქოქიაშვილი.  ამ შეხვედრას ესწრებოდნენ: სამოქალაქო კლუბის მეურვე- ლია ღუღუნიშვილი, კლუბის წევრები და სკოლის დირექტორი- ბელა მარტიაშვილი. ჩვენი საუბარი ძალიან საინტერესოდ წარიმართა. მოწვეულმა სტუმარმა რამოდენიმე წუთი დაუთმო ადამიანების უფლებების ზოგად მიმოხილვას, ხოლო შემდეგ გვიამბო ბავშვთა უფლებებზე, რადგანაც დამსწრეთა უმეტეს ნაწილს ძირითადად ბავშვები წარმოვადგენდით. ქ. ნათიამ აგვიხსნა თუ რას ეწოდება ბავშვთა უფლებები და შეგვიქმნა მისი შექმნის ისტორია. ყოველივე ამის შემდეგ გავეცანით უზენაეს პრინციპს: “დაიცავი შენი უფლება და იქნები დაცული”.ეს სიტყვები კლუბის წევრებმა მაშინვე ავიტაცეთ, რადგანაც იგი სრულად გამოხატავს ამ დღის არსს, ხოლო შემდეგ კი კითხვა-პასუხის რეჟიმზე გადავედით. ყველაზე აქტუალური კითხვები იყო შემდეგ თემებზე: არის თუ არა საზოგადოება ინფორმირებული საკუთარი უფლებების შესახებ? რა ვალდებულებები ეკისრებ მოზარდებს?  და მრავალი სხვა. ამ კითხვების ირგვლივ საკუთარი გამოცდილება გაგვიზიარა სკოლის დირექტორმა ქალბატონმა ბელამ. ამ დღემ ძალიან საინტერესოდ და ნაყოფიერად ჩაიარა.SAM_1391 SAM_1395 SAM_1392 SAM_1378 SAM_1375 SAM_1374 SAM_1346 SAM_1364

About aqtiurimoqalaqe

i am mari mkheidze

Posted on December 16, 2012, in Uncategorized. Bookmark the permalink. Leave a comment.

Leave a comment